Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურნენ


საქართველოს პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურნენ მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურნენ მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან.
საქართველოს ხელისუფლების წევრებს მიუსამძიმრეს საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატებმაც. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა: [ლავროვის ხმა] "რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა გამოთქვა მწუხარება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას ტრაგიკულად დაღუპვის გამო. ვიმედოვნებთ, რომ მისი სიკვდილის ყველა მიზეზი გამოძიებული იქნება საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ. იმათ განცხადებებს კი, ვინც საქმეში გაურკვევლად აკეთებს დასკვნებს და პოლიტიკურად ანგაჟირებულთა დასკვნებსაც, მათი ავტორებისავე სინდისზე ვტოვებ. ეს, უპირველეს ყოვლისა, არ უწყობს ხელს სიმართლის დადგენას, მეორეს მხრივ - არ უწყობს ხელს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობათა განვითარებას, რაშიც რუსეთი, გულწრფელად არის დაინტერესებული და საპასუხო დამოკიდებულებას ელის იმისდა მიუხედავად ვინ არის საქართველოს ხელისუფლების სათავეში".
XS
SM
MD
LG