Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატები აკრიტიკებს რუსეთს ეუთოს


შეერთებული შტატები აკრიტიკებს რუსეთს ეუთოს იმ გადაწყვეტილების პროექტის ბლოკირების გამო, რომელიც

შეერთებული შტატები აკრიტიკებს რუსეთს ეუთოს იმ გადაწყვეტილების პროექტის ბლოკირების გამო, რომელიც
საქართველოს ჩეჩნეთი-ინგუშეთი-დაღესტნის მონაკვეთზე ეუთოს მეთვალყურეთა მისიის მანდატის გაგრძელებას ითვალისწინებს. ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის შეხვედრაზე გამოსვლისას, შეერთებული შტატების წარმოადგენელმა პოლ ჯონსმა გამოთქვა "ძლიერი უკმაყოფილება" ამ საკითხზე შეთანხმების მიუღწევლობის გამო. ჯონსმა დასძინა, რომ ვაშინგოტნი მზად არის საზღვრის მეთვალყურეობის ალტერნატიული გზები განიხილოს. დეტალებზე მას არ უსაუბრია, თუმცა, ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა გამოთქვამს მზადყოფნას მისიისთვის მეთვალყურეთა გამოყოფის შესახებ. საქართველოს საზღვარზე ეუთოს მეთვალყურეთა მისია 1999 წელს შეიქმნა, როცა რუსეთი ირწმუნებოდა, რომ ჩეჩენი მეომრები თავს საქართველოს აფარებდნენ.
XS
SM
MD
LG