Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიოქიმიური ექსპერტიზის საბოლოო დასკვნით, პრემიერ-მინისტრ


ბიოქიმიური ექსპერტიზის საბოლოო დასკვნით, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა

ბიოქიმიური ექსპერტიზის საბოლოო დასკვნით, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა
და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილის რაულ იუსუფოვის გარდაცვალების მიზეზი ნახშირჟანგით მოწამვლა გახდა. იუსტიციის სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საგამოძიებო ექსპერტიზის ნაციონალური ბიუროს დირექტორმა ლევან სამხარაულმა საზოგადოებას ბიოქიმიური გამოკვლევის შედეგები გააცნო. [ლევან სამხარაულის ხმა] "სისხლში კარბოქს-ჰემოგლობინის დადგენა ჩატარდა ლიბმანისა და ვენცელის მეთოდების გამოყენებით. შემდეგ მოხდა რაოდენობრივი განსაზღვრა და დღეს უკვე დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბატონ ზურაბ ჟვანიას სისხლი შეიცავს კარბოქს-ჰემოგლობინს, რომლის რაოდენობა მის სისხლში შეადგენს 60,6 პროცენტს. ხოლო რაულ იუსუფოვის სისხლში აღმოჩნდა ასევე აღნიშნული ნივთიერება, რომლის ოდენობა შეადგენს 73,9 პროცენტს. ამრიგად, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ სიკვდილის მიზეზი არის CO-თი ინტოქსიკაცია." ლევან სამხარაულმა დასძინა, რომ ჩვეულებრივ შემთხვევაში სხვა სახის ექსპერტიზების ჩატარება საჭირო აღარ იქნებოდა, მაგრამ რადგან საქმე ეხება მაღალი თანამდებობის პირის გარდაცვალებას, გამოძიებამ აუცილებლად ჩათვალა, ჩატარებულ იქნეს ჰისტოლოგიური, ქიმიური და ბიოლოგიური გამოკვლევებიც, რასაც დაახლოებით ათი დღე დასჭირდება.
სამხარაულის თქმით, შესაბამისი საექსპერტო მასალა აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროში გაიგზავნა ბიოლოგიურ და ქიმიურ ექსპერტიზაზე. ზურაბ ჟვანიას დაკრძალვის ცერემონია კვირას, 6 თებერვალს, გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ უცხოეთის რამდენიმე ქვეყნის სამთავრობო დელეგაციები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები.
XS
SM
MD
LG