Accessibility links

logo-print

უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად იულია


უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად იულია ტიმოშენკო დაამტკიცა.

უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად იულია ტიმოშენკო დაამტკიცა.
რადის 450 დეპუტატიდან ტიმოშენკოს კანდიდატურას მხარი დაუჭირა 373-მა. კენჭისყრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ ხელი მოაწერა ბრძანებულებას მინისტრთა კაბინეტისა და რეგიონების ხელმძღვანელთა დანიშვნის შესახებ. იულია ტიმოშენკომ თანამემამულეებს აღუთქვა, რომ მოლოდინს არ გაუწბილებს: [იულია ტიმოშენკოს ხმა] "მინდა დაგარწმუნოთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ გავაწბილებ არც უკრაინელ ხალხს და არც უკრაინის პრეზიდენტს, არც ერთ თქვენგანს. მინდა იცოდეთ, რომ ნდობა, რომელიც დღეს გამომიცხადეთ, ჩემთვის უმაღლესი დაფასებაა. ამ ნდობას არც ერთი ნაბიჯით არ ვუღალატებ." ტიმოშენკო პრეზიდენტ იუშჩენკოს უახლოესი თანამოაზრეა. 90-იან წლებში იგი სათავეში ედგა კორპორაციას "უკრაინის ერთიანი ენერგეტიკული სისტემები". შემდეგ ერთ ხანს ვიცე-პრემიერის თანამდებობა ეკავა.
XS
SM
MD
LG