Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა ლონდონში მოლაპარაკება გამართა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა ლონდონში მოლაპარაკება გამართა
დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელებთან. მან მადლობა გადაუხადა მასპინძლებს ერაყში ვაშინგტონის პოლიტიკის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს ბრიტანეთზე უკეთესი მოკავშირე არ ჰყავს. ირანის თემაზე საუბრისას, რაისმა განაცხადა: [კონდოლიზა რაისის ხმა] "ირანის მიერ ბირთვული იარაღის ხელში ჩაგდების პერსპექტივა ძალიან გვაშფოთებს. ამან, შესაძლოა, გამოიწვიოს ვითარების დესტაბილიზაცია ირანის მეზობელ ქვეყნებში, ძირი გამოუთხაროს მშვიდობასა და სტაბილურობას მთელს მსოფლიოში. ჩემი აზრით, სწორედ ამიტომ ჩამოყალიბდა ფართო საერთაშორისო კონსენსუსი იმ საკითხში, რომ ირანს უფლება არ უნდა მიეცეს, ამ გზით იაროს." ახლა რაისი მოლაპარაკებას გამართავს ბერლინში. საუბრის მთავარი თემებია ირანი და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივები.
XS
SM
MD
LG