Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ადამ ერელიმ პარასკევს ვაშინგტონში

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ადამ ერელიმ პარასკევს ვაშინგტონში
განაცხადა, რომ დაკავებულია შეერთებული შტატების მოქალაქე პიოტრ პარლეი, რომელსაც ბრალი ედება ერევანში სომხეთის მოქალაქეებისგან მათთვის შეერთებული შტატების ვიზების მიცემის სანაცვლოდ ქრთამის აღებაში. ერელისავე თანახმად, პიოტრ პარლეი არის შეერთებული შტატების ყოფილი კონსული საქართველოში. ის ვიზებს გასცემდა იმ ადამიანებზე, ვინც სხვაგვარად მათ ვერ მიიღებდა. პარლეი გუშინ ვაშინგტონში დააკავეს. ერთ-ერთი სააგენტოს ცნობით, პარლეიმ ერთი ვიზის საფასურად ათი ათასი დოლარი მიიღო. არ არის ცნობილი რამდენი ვიზის უკანონოდ გაცემასა და რა ოდენობით ქრთამის აღებაში ედება ბრალი პარლეის. თუკი დანაშაული დაუმტკიცდება, პარლეის 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
XS
SM
MD
LG