Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების ხაზინის უფროსი ალან


შეერთებული შტატების ხაზინის უფროსი ალან გრინსპენი აცხადებს, რომ მზარდი სავაჭრო დეფიციტი შტატების

შეერთებული შტატების ხაზინის უფროსი ალან გრინსპენი აცხადებს, რომ მზარდი სავაჭრო დეფიციტი შტატების
ეკონომიკის კრიზისს არ გამოიწვევს, თუმცა ფიქრობს, რომ გარკვეულ მომენტში საჭირო გახდება სათანადო ზომების მიღება სავაჭრო დეფიციტის შესამცირებლად. გრინსპენი აცხადებს, რომ გლობალური ეკონომიკა შევიდა ფაზაში, რომელსაც ისტორიაში ანალოგი არ გააჩნია, როცა რთული ხდება ეკონომიკური პროგნოზის გაკეთება. გრინსპენის თანახმად, რიგმა ფაქტორებისა, მათ შორის დოლარის შესუსტებამა შეიძლება აიძულოს შეერთებული შტატების ხელისუფლება ჩაერიოს არსებული სავაჭრო დისბალანსის დარეგულირებაში, რამად ხელი შეუწყო დოლარის გაიაფებას. ალან გრინსპენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ეკონომიკა მიიწევს იმ წერტილისკენ, როცა უცხოელი მწარმოებლები შემოსავლების მნიშვნელოვანი კლების მოწმენი გახდებიან: [გრინსპენის ხმა] "შესაძლებელია ჩვენ მივიწევდეთ იქითკენ, თუ უკვე ამ მდგომარეობაში არ ვართ, როცა შეერთებულ შტატებში ექსპორტიორები, დოლარის შემდგომი გაიაფების პირობებში, ვეღარ შეძლებენ ამ პროცესის პარალელურად შემოსავლების ზღვრული დონეების შენარჩუნებას". გრინსპენის თანახმად, ოკეანისგაღმა მდებარე კომპანიები ამცირებდნენ საშემოსავლო ზღვრებს იმისათვის, რომ გაეგრძელებინათ ამერიკული საქონლის იმპორტი და თუკი შტატები არ იზრუნებს სავაჭრო დეფიციტის შემცირებაზე, უცხოურ ფირმებს აღარ დარჩებათ არჩევანი გარდა იმისა, რომ უარი თქვან შტატებიდან საქონლის იმპორტზე.
XS
SM
MD
LG