Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარასკევს საღამოს "რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო


პარასკევს საღამოს "რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების" პრეზიდენტმა თომას დაინმა გაავრცელა

პარასკევს საღამოს "რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების" პრეზიდენტმა თომას დაინმა გაავრცელა
განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გამო. განცხადებაში ნათქვამია: "მისი ცხოვრების მოკლე ხნის მანძილზე ზურაბ ჟვანია დიდი ხნის განმავლობაში იყო თავის ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების მამოძრავებელი ენთუზიაზმით აღსავსე და ერთგული ძალა. მიუხედავად იმისა, რომ ზურაბ ჟვანიას სიცოცხლე 41 წლის ასაკში ტრაგიკულად დასრულდა, პრემიერ-მინისტრის მეუღლეს – ნინოსა და სამ შვილს შეუძლიათ იამაყონ იმით, რასაც მან ჩვენს შორის ყოფნის დროს მიაღწია", - ნათქვამია თომას დაინის განცხადებაში, - "მაქვს პატივი პრემიერ-მინისტრ ჟვანიას, რომელსაც პირველად 1995 წელს შევხვდი და შემდეგ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე გამოსვლისას შევაქე კიდეც, პირადი მეგობარი ვუწოდო. მე ის ძალიან დამაკლდება. თუმცა, უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ მისი უცაბედი გარდაცვალება არის უდიდესი დანაკარგი საქართველოს ხალხისთვის".
XS
SM
MD
LG