Accessibility links

logo-print

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ცხედარი დღეს სამების


საქართველოს პრემიერ-მინისტრის ცხედარი დღეს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ცხედარი დღეს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს.
დღესვე დაიწყო საზღვარგარეთიდან ოფიციალური დელეგაციების ჩამოსვლა დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად. ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციას სენატორი რიცარდ ლუგასი უხელმძღვანელებს. სააგენტო "ინტერ-პრესის" ცნობით, ხვალ, დილის 10.00 საათზე სამების ტაძარში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ზურაბ ჟვანიას პანაშვიდს გადაუხდის. დილიდანვე დაიწყება პრემიერ-მინისტრის სამოქალაქო პანაშვიდი. 15.00 საათისთვის ზურაბ ჟვანიას ტაძრიდან პარლამენტში გადაასვენებენ. ზურაბ ჟვანიას დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.
XS
SM
MD
LG