Accessibility links

გორში დაკრძალეს 1 თებერვალს მომხდარი


გორში დაკრძალეს 1 თებერვალს მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპული პოლიციელები - იოსებ მინდიაშვილი, გიორგი მთვარელიძე და თამაზ იაკობიძე.

გორში დაკრძალეს 1 თებერვალს მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპული პოლიციელები - იოსებ მინდიაშვილი, გიორგი მთვარელიძე და თამაზ იაკობიძე.
დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად გორში ჩავიდნენ საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. გარდაცვლილ პოლიციელთა ცხედრები გუშინ გორის სახელმწიფო თეატრში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა, მოგვიანებით კი ცხედრები გორის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში დაასვენეს. სააგენტო "პრაიმ-ნიუსის" ცნობით, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა გორში, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ტერაქტის გამოძიებაში იკვეთება ახალი ვერსიები. თუმცა მას ეს ვერსიები არ დაუკონკრეტებია. ოქრუაშვილის თქმით, გამოძიება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დანაშაული რამდენიმე დღეში იქნას გახსნილი.
XS
SM
MD
LG