Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვარშავაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე კონდოლიზა რაისს


ვარშავაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე კონდოლიზა რაისს საქართველო მსოფლიოში დემოკრატიის განვითარების ერთ-ერთ მაგალითად მოჰყავს.

ვარშავაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე კონდოლიზა რაისს საქართველო მსოფლიოში დემოკრატიის განვითარების ერთ-ერთ მაგალითად მოჰყავს.
შეერთებული შტატების ახალმა სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა, დღეს განაცხადა, რომ, თუ რუსეთს დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავება სურს, მან უფრო უკეთ უნდა დაამტკიცოს დემოკრატიული კურსის მიმართ ერთგულება. რაისმა ეს კომენტარი ვარშავაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა. სახელმწიფო მდივანი ერთკვირიანი ოფიციალური ვიზიტით ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს სტუმრობს. კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ რუსეთმა კანონის უზენაესობის და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მიმართ უნდა იმუშაოს. რაისის თქმით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ადამ როტფელდთან მისი შეხვედრა იმ პროგრესს შეეხებოდა, რომელსაც დემოკრატია სხვადასხვა ქვეყნებში განიცდის: [კონდოლიზა რაისის ხმა] ’მინისტრს და მე საშუალება გვქონდა გვესაუბრა იმ უზარმაზარ პროგრესზე, რომელსაც დემოკრატია მთელი მსოფლიოს მასშტაბით განიცდის: საქართველოში მომხდარ ვარდების რევოლუციაზე, უკრაინის ნარინჯისფერ რევოლუციაზე, ავღანეთის არჩევნებზე - პოლონეთმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ ქვეყნის სტაბილიზაციაში - და რა თქმა უნდა, ერაყში შემდგარ გამორჩეულ არჩევნებზე’. მოგვიანებით რაისი ანკარაში გაემგზავრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შესახვედრად.
XS
SM
MD
LG