Accessibility links

logo-print

უფლებადამცავი ორგანიზაციების განცხადებით, დასავლეთი იგნორირებას


უფლებადამცავი ორგანიზაციების განცხადებით, დასავლეთი იგნორირებას უკეთებს შუა აზიაში არსებულ მდგომარეობას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.

უფლებადამცავი ორგანიზაციების განცხადებით, დასავლეთი იგნორირებას უკეთებს შუა აზიაში არსებულ მდგომარეობას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.
ქალაქ ვენაში მოქმედმა ჰელსინკის საერთაშორისო კომიტეტმა დღეს განახცადა, რომ დასავლეთი იგნორირებას უკეთებს შუა აზიაში არსებულ მდგომარეობას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. კომიტეტის აზრით, ამ რეგიონის ლიდერები ტერორიზმის საფრთხის არსებობას პოლიტიკური მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ იყენებენ. კომიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა, აარონ როუდსმა, დღეს განაცხადა, რომ ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და თურქმენეთში ადამიანის უფლებების დაცვა გაუარესებას განიცდის: [აარონ როუდსის ხმა] "უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში რეალური პროგრესი არ შემდგარა. მეტიც - შესაძლებელია ითქვას, რომ ადამიანების უფლებების მხრივ ამ ქვეყნებში მდგომარეობა უარესდება", განაცხადა ჰელსინკის საერთაშორისო კომიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა, აარონ როუდსმა. ალმა-ატაში შემდგარი გამოსვლისას, როუდსმა თქვა, რომ ამ ქვეყნების მთავრობები მათთვის პოლიტიკურად არახელსაყრელ ფაქტორებს ტერორიზმის სახელს არქმევენ. მისი თქმით, ამ პოზიციას რამდენიმე დასავლური სახელმწიფოს მთავრობაც ეთანხმება.
XS
SM
MD
LG