Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში საქართველოს


აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გარდაცვალებას თავზარდამცემ ფაქტს უწოდებს.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გარდაცვალებას თავზარდამცემ ფაქტს უწოდებს.
სააგენტო "ინტერპრესის" ცნობით, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტისთვის გამოგზავნილ სამძიმრის წერილში ბუში აღნიშნავს, რომ ზურაბ ჟვანია ერთ-ერთი უდიდესი პიროვნებაა უძველესი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში. "ზურაბ ჟვანიამ წამოიწყო რეფორმები, რომლებმაც გააძლიერა საქართველოს მთავრობის სწრაფვა კორუფციასთან ბრძოლისა და ქვეყნის წარმატებისკენ. მან ითამაშა კონსტრუქციული როლი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მშვიდობიანი პოლიტიკური შეთანხმებების მიღწევაში, რომელთა თანახამადაც საქართველო შეინარჩუნებს ტერიტორიულ მთლიანობას და ამასთანავე ამ რეგიონის მაცხოვრებლებს ავტონომიას შესთავაზებს", - ნათქვამია წერილში. აშშ-ის პერზიდენტი ჯორჯ ბუში საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნას გამოთქვამს.
XS
SM
MD
LG