Accessibility links

მოსკოვში მოკლეს ქართველი ბიზნესმენი მამუკა


მოსკოვში მოკლეს ქართველი ბიზნესმენი მამუკა ჯინჭარაძე. ჯინჭარაძე, რომელიც ნიჟნევორტოვსკის საქალაქო დუმის დეპუტატი იყო,

მოსკოვში მოკლეს ქართველი ბიზნესმენი მამუკა ჯინჭარაძე. ჯინჭარაძე, რომელიც ნიჟნევორტოვსკის საქალაქო დუმის დეპუტატი იყო,


შაბათ საღამოს გამოასალმეს სიცოცხლეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსი” ავრცელებს. როგორც “ინტერფაქსს” მოსკოვის პროკურატურაში აცნობეს, მკვლელობა მოსკოვში, ვერნადსკის პროსპექტზე N101 სახლთან შაბათს, 19 საათისთვის მოხდა. 38 წლის მამუკა ჯინჭარაძეს ავტომანქანა “მერსედეს-140”-ში 7 ტყვია ესროლეს.
პროკურატურის წარმომადგენლის ინფორმაციით, იგი გადაყვანილი იქნა მოსკოვის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ საქალაქო და საოლქო პროკურატურის წარმომადგენლები. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მამუკა ჯინჭარაძემ თბილისში, სამების ტაძრის მშენებლობის დაფინანსებაში მიიღო მონაწილეობა.
XS
SM
MD
LG