Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა დღეს თურქეთის ლიდერებს განუცხადა,

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა დღეს თურქეთის ლიდერებს განუცხადა,
რომ შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში ამჟამად არსებული მშვიდობის იმპულსის შენარჩუნება სურს.
რაისმა შეხვედრები თურქეთის პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართა. მან აგრეთვე ხაზი გაუსვა იმას, რომ ვაშინგტონი ერთიანი ერაყის შენარჩუნებაშია დაინტერესებული. შეერთებული შტატების და თურქეთის ურთიერთობა ერაყის ომის შედეგად დაიძაბა. ანკარა შიშობს, რომ ერაყელი ქურთები ქვეყნის ჩრდილოეთში დამოუკიდებელ სახელმწიფოს დააარსებენ, და ეს თურქეთში მცხოვრებ ქურთების გაუღვივებს სეპარატისტულ იმპულსებს. დღეს მოგვიანებით რაისი იერუსალიმში ჩადის, სადაც არიელ შარონს შეხვდება. ორშაბათს ის პალესტინელთა ლიდერ მაჰმუდ აბასსაც შეხვდება.
XS
SM
MD
LG