Accessibility links

logo-print

რომის პაპმა იოანე პავლემ ტრადიციული


რომის პაპმა იოანე პავლემ ტრადიციული საკვირაო ლოცვა რომის საავადმყოფოს ფანჯრიდან ჩაატარა.

რომის პაპმა იოანე პავლემ ტრადიციული საკვირაო ლოცვა რომის საავადმყოფოს ფანჯრიდან ჩაატარა.
ამ საავადმყოფოში პაპი გასულ სამშაბათს მოათავსეს სუნთქვის გაუარესების გამო მიიყვანეს. 84 წლის პაპი საავადმყოფოს ფანჯარასთან სკამზე მჯდარი, ხელის აწევით ესალმებოდა მორწმუნეებს. წირვას ვატიკანის ეპისკოპოსი ატარებდა. პაპმა ამის შემდეგ მოკლე სიტყვა წარმოთქვა ლათინურად და მორწმუნეები დალოცა. პაპის გამოსახულებას წმინდა პეტრეს მოედანზე აღმართული დიდი ვიდეოეკრანები გადმოსცემდნენ. შეკრებილი მლოცველები პაპს გულმხურვალედ მიესალმნენ.
XS
SM
MD
LG