შვეიცარიის პოლიცია შეიჭრა ბერნში ესპანეთის საკონსულოში და ბოლო მოუღო იქ მძევლების აყვანით გამოწვეულ კრიზისს.
საკონსულოში დღეს შეიჭრა სამი შეიარაღებული მამაკაცი - როგორც ესპანური საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებულ ცნობებში აღნიშნავენ, სავარაუდოდ, საკონსულოს სეიფის გაძარცვის მიზნით. ბერნში პოლიციის განცხადებით, საკონსულოს ამოწმებენ და ჯერ ვერ მიაკვლიეს იმის ნიშნებს, რომ მოძალადეები კიდევ შენობაში იმყოფებიან. პოლიცია ვარაუდობს, რომ სამივე მამაკაცმა გაქცევა მოახერხა.