Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისის


აშშ-ის სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისის განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი და პალესტინელების პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი

აშშ-ის სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისის განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი და პალესტინელების პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი
თანახმა არიან, გაზაფხულზე მოლაპარაკება გამართონ ვაშინგტონში, რაც მათ ვაშინგტონმა შესთავაზა. [რაისის ხმა] “პრეზიდენტ ბუშისაგან მოსაწვევები გადავეცი პრემიერ-მინისტრ შარონსა და პრეზიდენტ აბასს გაზაფხულზე მასთან (ჯორჯ ბუშთან) შესახვედრად და ორივე თანახმაა. იორდანიის მეფე აბდულაც ჩავა მარტში შეერთებულ შტატებში.” ამ განცხადებით რაისი გამოვიდა თელ-ავივში, ახლო ღმოსავლეთში ოფიციალური ვიზიტის ბოლოს. რაისმა აღნიშნა ისიც, რომ ვაშინგტონმა უმღალესი რანგის ამერიკელი სამხედრო ოფიციალური პირი, გენერალი უილიამ უარდი დანიშნა კოორდინატორად პალესტინელებისათვის დახმარების გასაწევად მათს ტერიტორიებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. გარდა ამისა, რაისმა განაცხადა, რომ მომდევნო 3 თვის მანძილზე პალესტინელები შეერთებული შტატებისაგან მიიღებენ 40 მილიონ დოლარს სამუშაო ადგილების შესაქმნელად და ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად. ხვალ ეგვიპტეში იმართება არიელ შარონისა და მაჰმუდ აბასის მოლაპარაკება.
XS
SM
MD
LG