Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში აშშ-ის ელჩ ჯონ ნეგროპონტეს


ერაყში აშშ-ის ელჩ ჯონ ნეგროპონტეს განცხადებით, ვაშინგტონი მზადაა, იმუშაოს ნებისმიერ მთავრობასთან,

ერაყში აშშ-ის ელჩ ჯონ ნეგროპონტეს განცხადებით, ვაშინგტონი მზადაა, იმუშაოს ნებისმიერ მთავრობასთან,
რომელიც ერაყში საყოველთაო არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდება. ამ საკითხზე ნეგროპონტემ დღეს ბაღდადში ისაუბრა. ერაყიდანვე იუწყებიან, რომ ჯგუფმა, რომელსაც, სავარაუდოდ, "ალ-ყაიდასთან" კავშირი აქვს და რომელსაც იორდანიელი აბუ მუსაბ ზარკავი ხელმძღვანელობს, პასუხისმგებლობა იკისრა აფეთქებებისათვის, რომელთაც დღეს სულ მცირე 24 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ლაპარაკია ორ აფეთქებაზე მოსულსა და ბაკუბაში. დაღუპულების უმრავლესობა პოლიციელები არიან. ერაყშივე ექსტრემისტების სხვა ჯგუფმა, "ანსარ ალ-სუნას არმიამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოკლა ერაყელი თარჯიმანი, რომელიც ამერიკელ სამხედროებთან მუშაობდა.
XS
SM
MD
LG