Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში პოლიციამ დაიწყო მამუკა ჯინჭარაძის


რუსეთში პოლიციამ დაიწყო მამუკა ჯინჭარაძის მკვლელობის გამოძიება. ქართველი ბიზნესმენი მოსკოვში შაბათს ღამით მოკლული იპოვეს.

რუსეთში პოლიციამ დაიწყო მამუკა ჯინჭარაძის მკვლელობის გამოძიება. ქართველი ბიზნესმენი მოსკოვში შაბათს ღამით მოკლული იპოვეს.
თბილისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე "სახალხო ბანკის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი გოგუაძემ განაცხადა, რომ მამუკა ჯინჭარაძე "სახალხო ბანკთან "რაიმე კავშირში არ ყოფილა. გოგუაძის თქმით, ქართული საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, თითქოს მამუკა ჯინჭარაძე ბანკის აქციონერი იყო. როგორც გოგუაძემ განმარტა, ჯინჭარაძე ბანკის აქციონერად 2003 წლის 15 ოქტომბრამდე ირიცხებოდა, შემდეგ კი თავისი აქციები გაასხვისა. მისი თქმით, ამჟამად "სახალხო ბანკის" 1200 აქციონერს შორის აქციების 19 პროცენტს მამუკა ჯინჭარაძის ყოფილი მეუღლე ირინა ჯინჭარაძე ფლობს, რომელიც ამავდროულად ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. მამუკა ჯინჭარაძე 2003 წლის 15 ოქტომბრამდე "სახალხო ბანკის" აქციათა 12 პროცენტის მფლობელი იყო.
XS
SM
MD
LG