Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩენი მეამბოხეების მეთაური ასლან მასხადოვი


ჩეჩენი მეამბოხეების მეთაური ასლან მასხადოვი იმედოვნებს, რომ მის მიერ გამოცხადებულ ცალმხრივ ზავს

ჩეჩენი მეამბოხეების მეთაური ასლან მასხადოვი იმედოვნებს, რომ მის მიერ გამოცხადებულ ცალმხრივ ზავს
რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკება მოჰყვება. ინტერვიუში, რომელსაც დღევანდელ ნომერში ბეჭდავს რუსეთის გაზეთი "კომერსანტი", მასხადოვი ამბობს, რომ უცხოეთში თავისი პრეს-მდივანი უმარ ხამბიევი დანიშნა დელეგაციის ხელმძღვანელად მოსკოვთან მოლაპარაკებებზე. ლაპარაკია ინიციატივაზე, რომლის შესახებაც გასულ თვეში გახდა ცნობილი, როცა მეამბოხეების ვებსაიტზე გამოქვეყნდა მასხადოვისა და მემაბოხეების საველე მეთაურის შამილ ბასაევის განცხადება თებერვალში იერიშების შეწყვეტის შესახებ. კრემლის მხრივ ამ სიახლეს საჯარო გამოხმაურება არ მოჰყოლია - ჩეჩნეთში კი პრორუსულმა მთავრობამ ცალმხრივი ზავის გამოცხადებას "ბლეფი" უწოდა. თუმცა, როგორც "ასოშიეიტიდ პრესი" - საინფორმაციო სააგენტო - იუწყება, მას პრორუსული მთავრობის წარმომადგენელმა უთხრა, რომ მეამბოხეები, როგორც ჩანს, მართლაც იცავენ ზავს.
XS
SM
MD
LG