Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს


შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლები საქართველოში ჩავიდნენ პრემიერ-მინისტრ

შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლები საქართველოში ჩავიდნენ პრემიერ-მინისტრ
ზურაბ ჟვანიას დაღუპვის გამო მიმდინარე საქმის გამოძიებაში დასახმარებლად. ორშაბათს შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ მაილსმა განაცხადა, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლები საქართველოს ხელისუფლებას გორში მომხდარი აფეთქების მიზეზების გამოძიებაშიც დაეხმარება. საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ გიორგი ჯიქიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამერიკელი სპეციალისტები გამოძიებას ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარებაში დაეხმარებიან. ჯიქიას თქმით, ისინი დეტალურად შეისწავლიან გამათბობელი აპარატურის დაგეგმარების, ტექნიკური გამართულობისა და უსაფრთხოების ნორმების მდგომარეობას და ამ მიმართებით ყველა საინჟინრო-ტექნიკური ხასიათის კითხვას გასცემენ პასუხს.
XS
SM
MD
LG