Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა და


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა და პალესტინის ხელისუფლების ლიდერმა მაჰმუდ აბასმა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა და პალესტინის ხელისუფლების ლიდერმა მაჰმუდ აბასმა
განაცხადეს, რომ შეაჩერებენ ერთმანეთის ხალხების წინააღმდეგ მიმართულ ყველა სახის სამხედრო მოქმედებას. შარონისა და აბასის ოფიციალური განცხადებები სამშაბათს ეგვიპტის კურორტ შარმ შეიხში მათ შეხვედრას მოჰყვა. არიელ შარონმა გამოთქვა იმედი, რომ აბასი პალესტინას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აქცევს. [შარონის ხმა] "დღეს პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის თავმჯდომარე აბასთან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ პალესტინელები შეწყვეტენ ყველა ძალადობრივ ქმედებას ისრაელების წინააღმდეგ. ამავე დროს ისრაელი შეაჩერებს სამხედრო მოქმედებას პალესტინელთა მიმართ. ვიმედოვნებთ, დღეიდან დაიწყება იმედისა და მშვიდობის ახალი ეპოქა". აბასმა კი განაცხადა, რომ დროა პალესტინის ხალხმა დაიბრუნოს თავისუფლება. [აბასის ხმა]"ისრაელის პრემიერ-მინისტრ არიელ შარონთან შევთანხმდით ისრაელებსა და პალესტინელების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ძალადობრივი ქმედების შეწყვეტაზე, სადაც უნდა იყოს ეს".შარონი-აბასის შეხვედრის გამო შარმ შეიხში იმყოფებიან ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი და იორდანიის მეფე აბდულა. გაცნობებთ აგრეთვე, რომ ეგვიპტისა და იორდანიის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელებმა დღეს თავ-თავიანთი ელჩების ისრაელში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე განაცხადეს. იორდანიამ და ეგვიპტემ ტავიანთი დიპლომატები 2000 წელს გაიწვიეს თელ-ავივიდან. პალესტინის ხელისუფლების წარმომადგენელმა საებ ერექათმა დღევანდელი სამიტის შესახებ განაცხადა: [ერექათის ხმა] "მჯერა ეს სამიტი არის რაღაცის დასაწყისი და არა დასაწყისისა და დასასრულის სამიტი. ეს სამიტი იქნება პირველი სამიტების სერიაში. ბოლო სამი კვირის მანძილზე ჩვენ და ჩვენი ისრაელი კოლეგები წარვმართვდით ინტენსტირუ, კონსტრუქციულ, მოსამზადებელ შეხვედრებს, რომლებზეც გარკვეული საკითხები შეთანხმდა, ბევრი რამ შეუთანხმებელი დარჩა".
XS
SM
MD
LG