Accessibility links

logo-print

ირანის ხელისუფლების წარმომადგენელი ბირთვული ენერგეტიკის


ირანის ხელისუფლების წარმომადგენელი ბირთვული ენერგეტიკის საკითხებში ჰასან როჰანი აცხადებს, რომ

ირანის ხელისუფლების წარმომადგენელი ბირთვული ენერგეტიკის საკითხებში ჰასან როჰანი აცხადებს, რომ
თეირანს სურს შეერთებულ შტატებთან უთანხმოებათა მოგვარება და დაძაბულობის თავიდან აცილება. ირანის სახელმწიფო ტელევიზიას როჰანიმ განუცხადა, რომ სწორედ ამერიკელები ცდილობენ პრობლემების გამწვავებას. ევროკავშირის ქვეყნებისა და ირანის წარმომადგენლები 8 თებერვალს ირანის ბირთვული პროგრამების თაობაზე სამსჯელოდ ერთმანეთს ჟენევაში შეხვდნენ. თუმცა, შეხვედრის მონაწილეებს არ მიაჩნიათ, რომ მსჯელობამ რაიმე შედეგი გამოიღო. ეს იყო მესამე შეხვედრა ერთის მხრივ ირანის, მეორეს მხრივ კი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენელთა შორის. ირანის წარმომადგენელი კვლავ იმას ამტკიცებდა, რომ ირანში მიმდინარე ბირთვული პროგრამა მხოლოდ ენერგიის მიღებისათვის ხორციელდება და რომ ირანსაც ისევე, როგორც მსოფლიოს ყველა ქვეყანას, აქვს უფლება აწარმოოს ასეთი პროგრამა.
XS
SM
MD
LG