Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის აზრით, სირიამ უნდა დაამტკიცოს, რომ ის არ უწყობს

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის აზრით, სირიამ უნდა დაამტკიცოს, რომ ის არ უწყობს
ხელს ისლამისტ მეამბოხეებს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესს უშლიან ხელს. რომში ყოფნისას რაისმა აღნიშნა ისიც, რომ ახლა სირიის ჯერია დაამტკიცოს, რომ მას არ სურს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაფუჭება. ამას გარდა რაისმა მოუწოდა ევროპის ქვეყნებს თავი დაანებონ ერაყში ომის დაწყებაზე კამათს და მხარი დაუჭირონ შეერთებულ შტატებს მსოფლიოში დემოკრატიის განვითარებაში. როგორც მოელიან, საფრანგეთის დედაქალაქში კონდოლიზა რაისი წარმოთქვამს სიტყვას ამერიკა-ევროპის ურთიერთობებზე.
XS
SM
MD
LG