Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტმა ვიკტორ იუშჩენკომ ქვეყანას


უკრაინის პრეზიდენტმა ვიკტორ იუშჩენკომ ქვეყანას უშიშროების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი – ოლეკსანდრ

უკრაინის პრეზიდენტმა ვიკტორ იუშჩენკომ ქვეყანას უშიშროების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი – ოლეკსანდრ
ტურხინოვი წარუდგინა და გააფრთხილა ის, რომ უშიშროება პოლიტიკასა და ვაჭრობაში არ უნდა ჩაერიოს და ყურადღება კორუფციასთან ბრძოლაზე უნდა გაამახვილოს. ვიკტორ იუშჩენკომ უშიშროების სამსახურის თანამშრომლებს განუცხადა "ჩვენ გამოვასწორებთ ამ ქვეყანას". უკრაინის უშიშროების სამსახურის ახალმა უფროსმა ოლეკსანდრ ტურხინოვმა განაცხადა: [ტურხინოვის ხმა] "ჩვენ აღვუდგენთ ჩვენს მოქალაქეებს რწმენას ხელისუფლებისა და სახელმწიფოს მიმართ. პრეზიდენტმა დაგვისახა კონკრეტული ამოცანები და დარმწუნებული ვარ მათ შესასრულებლად ყველაფერს გავაკეთებთ". უკრაინის უშიშროების სამსახურს ბრალად სდებენ კორუფციას, ბიზნეს-ელიტის ინტერესების დაცვასა და იარაღით უკანონოდ ვაჭრობას. თავის მხრივ უკრაინის ახალმა პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ განაცხადა, რომ ქვეყნის გენერალური პროკურორი ლეონიდ კუჩმას დროს განხორციელებული პრივატიზაციის კანონიერებას შეამოწმებს.
XS
SM
MD
LG