Accessibility links

logo-print

ამერიკელ სამხედროთა ცნობით, ერაყში, სამხედრო


ამერიკელ სამხედროთა ცნობით, ერაყში, სამხედრო გაწვევის ცენტრის ახლოს თვითმკვლელი ტერორისტის მიერ

ამერიკელ სამხედროთა ცნობით, ერაყში, სამხედრო გაწვევის ცენტრის ახლოს თვითმკვლელი ტერორისტის მიერ
განხორციელებული აფეთქების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და 27 დაიჭრა. ამ აფეთქებაზე პასუხისმგებლობას ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ერაყული ჯგუფი იღებს. ბაღდადში შეიარაღებული თავდასხმისას ერაყელი პოლიტიკოსის შიიტი მითალ ალუსის ორი ვაჟი მოკლეს. ერაყელ შიიტთა ლიდერი აიათოლა ალი სისტანის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სისტანი არ მოითხოვს, რომ ერაყის კონსტიტუცია შარიათის, ან ისლამის კანონებს დაეფუძნოს. თუმცა, სისტანის კვლავაც მიაჩნია, რომ კონსტიტუციაში უნდა აისახოს ერაყის ხალხის ისლამისტური კულტურული თვითმყოფადობა. აიათოლა ალი სისტანი არ აპირებს კონსტიტუციის დეტალებზე მუშაობაში ჩარევას და ეს ერაყის არჩეული ხელისუფლების წევრთა მოვალეობად მიაჩნია.
XS
SM
MD
LG