Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ევროპელებს ერაყის ომის გამო არსებული

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ევროპელებს ერაყის ომის გამო არსებული
უთანხმოების დავიწყებისა და ტრანსატლანტიკური ალიანსის ახალი ფაზის დაწყებას სთავაზობს. კონდოლიზა რაისმა სამშაბათს პარიზში პოლიტიკურ მეცნიერებათა ნაციონალურ ფონდში სიტყვა წარმოთქვა. მის გამოსვლას 500-მდე სტუდენტი და სამეცნიერო წრეების წარმომადგენელი ესწრებოდა: [რაისის ხმა] "დადგა დრო ზურგი ვაქციოთ წარსულით გამოწვეულ უთანხმოებას. დადგა დრო შევუგეთ ჩვენი ურთიერთობების ახალ ეტაპს, ჩვენი ალიანსის ახალ ეტაპს. ზოგადი პროგრამის ფარგლებში თუ განვიხილავთ, ამერიკა მზად არის ევროპასთან თანამშრომლობისთვის და ევროპაც უნდა იყოს მზად ამერიკასთან თანამშრომლობისთვის". პარიზში გამოსვლისას კონდოლიზა რაისმა განაცხადა ისიც, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს ევროკავშირის ზეგავლენის ზრდას: [რაისის ხმა] "შეერთებული შტატები უპირველეს ყოვლისა მიესალმება ევროპის შეკავშირების ზრდას. ძლიერი ევროპა ამერიკისთვის მხოლოდ და მხოლოდ მომგებიანია მსოფლიოს უსაფრთხოებასა და უკეთესი ცხოვრების მშენებლობის პროცესში. ასე რომ, მოდით ამერიკამაც და ევროპამაც ჩვენ-ჩვენი იდეები, გამოცდილება და რესურსები წარმოვადგინოთ, ვიმსჯელოთ და ერთად გადავწყვიტოთ როგორ უფრო უკეთესი იქნება ჩვენი პოტენციალის გამოყენება დემოკრატიული ცვლილებებისათვის". მანამდე კი, რომში ყოფნისას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯანფრანკო ფინისთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ მასთან ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მიღწევის გზებზე, კერძოდ კი ამ რეგიონში სამშვიდობო პროცესში ჩართულ შეერთებული შტატები-ევროკავშირი-გაერო-რუსეთის ოთხეულის ამოცანებზე იმსჯელა. პარიზის შემდეგ რაისი ბრიუსელსა და ლუქსემბურგს ეწვევა.
XS
SM
MD
LG