Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ბრიუსელში ჩავიდა ნატოსა და ევროკავშირის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ბრიუსელში ჩავიდა ნატოსა და ევროკავშირის
უმაღლესი რანგის წარმომადგენლებთან მოსალაპარაკებლად. დღესვე მან ირანზე ილაპარაკა - აღნიშნა, რომ ირანის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწევს მსჯელობა, თუ ირანი უარს იტყვის თავისი ბირთვული პროგრამის შესახებ ევროპასთან შეთანხმებაზე. ამის შესახებ რაისმა ისაუბრა ერთ-ერთ ამერიკულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში. მან გამოთქვა აზრი, რომ ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ საკმარისი სიცხადით არ განუმარტეს ირანს გაეროს სანქციებით მომდინარე საფრთხე. ევროკავშირის ამ სამმა ქვეყანამ და ირანმა სამშაბათს განაახლეს მოლაპარაკება, რომლითაც ევროპის მხარე იმედოვნებს, რომ ირანს დაიყოლიებს ბირთვული პროგრამის უარყოფაზე.
XS
SM
MD
LG