Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ზურაბ


საქართველოს პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ზურაბ ნოღაიდელის კანდიდატურის დასახელება პრემიერ-მინისტრის პოსტზე

საქართველოს პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ზურაბ ნოღაიდელის კანდიდატურის დასახელება პრემიერ-მინისტრის პოსტზე
ყველაზე მართებული გადაწყვეტილებაა. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მას ცალხმრივი წესით გადაწყვეტილებების მიღება არ სჩვევია, "სწორედ ამიტომ ვმართავ კონსულტაციებს როგორც უმრავლესობის ლიდერებთან, ასევე ფრაქციების "მაჟორიტარისა" და "დამოუკიდებელი მაჟორიტარების" წევრებთან, რათა მათი წინადადებები გათვალისწინებული და გაზიარებული იყოს", - განაცხადა დღეს სააკაშვილმა სახელმწიფო კანცელარიაში მაჟორიტარ დეპუტატებთან გამართულ შეხვედრაზე. მანვე აღნიშნა, რომ თავდაპირველად პარლამენტის თავმჯდომარეს შესთავაზა პრემიერ-მინისტრის პოსტი, მაგრამ მისგან უარი მიიღო. დღესვე პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ზურაბ ნოღაიდელის წარდგენას და აღნიშნა, რომ მისთვის ეს მოულოდნელი იყო.
XS
SM
MD
LG