Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში საარჩევნო კომისიის განცხადებით, საყოველთაო


ერაყში საარჩევნო კომისიის განცხადებით, საყოველთაო არჩევნების შემდეგ ხმების საბოლოო დათვლა ყოვნდება

ერაყში საარჩევნო კომისიის განცხადებით, საყოველთაო არჩევნების შემდეგ ხმების საბოლოო დათვლა ყოვნდება
300-მდე საარჩევნო ყუთის განმეორებით შემოწმების გამო. კომისიის პრეს-მდივნის, ფარიდ აიარის განცხადებით, ამ ყუთებში ჩაგდებული საარჩევნო ბიულეტენების განმეორებით დათვლა ხვალ იწყება და არჩევნების საბოლოო შედეგები ამ თვის ბოლოს გახდება ცნობილი. დღესვე გავრცელებული ინფორმაციით, მოიერიშეებმა ერაყის ქალაქ ბასრაში მოკლეს ჟურნალისტი და მისი 10 წლის ვაჟიშვილი. ჟურნალისტი მუშაობდა "ალ ჰურაში" - აშშ-ის მიერ დაფინანსებულ არაბულენოვან ტელესადგურში.
XS
SM
MD
LG