Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიის გაზეთი “მანიფესტო”, რომლის კორესპონდენტი


იტალიის გაზეთი “მანიფესტო”, რომლის კორესპონდენტი ჯულიანა სგრენაც ერაყშია გატაცებული,

იტალიის გაზეთი “მანიფესტო”, რომლის კორესპონდენტი ჯულიანა სგრენაც ერაყშია გატაცებული,
იუწყება, რომ სგრენა ცოცხალია და მისი ჯანმრთელობა საფრთხეში არ არის. "მანიფესტოს" ცნობით, ერთ ადამიანს, რომლის ვინაობასაც გაზეთი არ ამხელს, მიეცა საშუალება, ენახა ჯულიანა სგრენა ორშაბათს და სამშაბათს. ამ წყაროს მიხედვით, სგრენა დაკავებული ჰყავთ სუნიტური წინააღმდეგობის მეომრებს ბაღდადის სიახლოვეს. სგრენა პარასკევს გაიტაცეს. პასუხისმგებლობა იკისრა, სულ მცირე, ორმა გასამხედროებულმა ჯგუფმა, რომლებიც ერაყიდან იტალიის ჯარების გაყვანას მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG