Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმში დაფუძნდა "სახალხო ერთობის ფორუმი"


სოხუმში დაფუძნდა "სახალხო ერთობის ფორუმი", რომელშიც ექს-პრეზიდენტ ვლადისლავ არძინბას

სოხუმში დაფუძნდა "სახალხო ერთობის ფორუმი", რომელშიც ექს-პრეზიდენტ ვლადისლავ არძინბას
და 2004 წლის შემოდგომის არჩევნების დროს პრეზიდენტობის დამარცხებული კანდიდატის, რაულ ხაჯინბას მომხრეები გაერთიანდნენ. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესი". ფორუმში გაერთიანებული პოლიტიკური ორგანიზაციები თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის ახლადარჩეული პრეზიდენტისგან - სერგეი ბაღაფშისგან - მოითხოვენ პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტს შორის უფლებამოსილების გამიჯნვის შესახებ მიღებული კონსტიტიციური კანონის "უპირობო" შესრულებას. ფორუმში სახალხო, სოციალ-დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიები, საზოგადოებრივი მოძრაობები "აიდგილარა", "აიტაირა", "ახიაცა", საზოგადოებრივი მოძრაობები "სამშობლო" და "აპსადგილი", "თამარა შაკრილის საზოგადოება" და "აფხაზეთის დამცველთა კავშირი" გაერთიანდნენ.
ფორუმმა საკოორდინაციო საბჭო შექმნა, რომლის თავმჯდომარედ სოციალ-დემოკრატიული პარტიის თანათავმჯდომარე გენადი ალამია აირჩიეს.
XS
SM
MD
LG