Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ადამიანის უფლებების დამცველები პრეზიდენტ


რუსეთში ადამიანის უფლებების დამცველები პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოუწოდებენ,

რუსეთში ადამიანის უფლებების დამცველები პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოუწოდებენ,
მიიღოს ჩეჩენი მეამბოხეების ლიდერ ასლან მასხადოვის ინიციატივა მასთან მოლაპარაკებაზე. მასხადოვმა მეამბოხეებს თებერვალში ცეცხლი შეაწყვეტინა და განაახლა მოწოდება სამშვიდობო მოლაპარაკებისაკენ. კრემლს ამ ინიციატივაზე საჯარო გამოხმაურება არ გაუვრცელებია, ადრე კი უარყო მასხადოვის მოწოდება სამშვიდობო მოლაპარაკებისაკენ. მასხადოვს მოსკოვი "საერთაშორისო ტერორისტად" მიიჩნევს. ღია წერილში, რომელიც დღეს გავრცელდა და რომელსაც ხელს აწერს ადამიანის უფლებების დამცველი 17 აქტივისტი, ნათქვამია, რომ მასხადოვმა შეძლო რადიკალი შამილ ბასაევის საჯარო გაკიცხვით დაემტკიცებინა, რომ ზომიერი კურსის მომხრეა.
XS
SM
MD
LG