Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის 30 იანვრის არჩევნებში შიიტი


ერაყის 30 იანვრის არჩევნებში შიიტი მუსულმანების კოალიციამ ხმების თითქმის ნახევარი მოიპოვა.

ერაყის 30 იანვრის არჩევნებში შიიტი მუსულმანების კოალიციამ ხმების თითქმის ნახევარი მოიპოვა.
ერაყის საარჩევნო კომისიამ 13 თებერვალს არჩევნების ოფიციალური შედეგები გამოაქვეყნა. კომისიის თანახმად, უმთავრესმა შიიტურმა პოლიტიკურმა ჯგუფმა – "ერაყის გაერთიანებულმა ალიანსმა" ამომრჩეველთა ხმების 48 პროცენტი მიიღო. ეს ნიშნავს, რომ 30 იანვრის არჩევნებში ალიანსმა 8,5 მილიონზე მეტი ხმიდან 4 მილიონი ხმა მიიღო. შედეგების მიხედვით მეორე ადგილზე აღმოჩნდა ქურთების ალიანსი. მას ხმების 26 პროცენტი ერგო. მესამე ადგილზეა დროებითი პრემიერ-მინისტრის აიად ალავის ჯგუფი - 13 პროცენტით. როგორც რიცხვები აჩვენებს, შიიტებს ეროვნულ კრებაში კოალიციის შექმნა მოუწევთ იმისათვის, რომ უმრავლესობის სტატუსს მიაღწიონ. ერაყის საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი ფარიდ აიარი აცხადებს, რომ არჩევნების დღეს გამოცხადებული შედეგები კიდევ ერთ ოფიციალურ დადასტურებას მოითხოვს: [აიარის ხმა] "რაც შეეხება ხვალინდელს, თუკი იქნება რაიმე საჩივარი, კომისია მიიღებს მათ. ყველას აქვს სამი დღის ვადა საჩივრების შემოსატანად. ამ სამი დღის მანძილზე შევეცდებით ვუპასუხოთ ზოგიერთ მათგანს. თუკი ჩვენ ვერ შევძლებთ ამას, გავზრდით საჩივრების განხილვის დროს. როცა ამ ყველაფერს მოვრჩებით, დავამტკიცებთ არჩევნების შედეგებს". საარჩევნო კომისიის თანახმად, გასული თვის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 58-მა პროცენტმა.
XS
SM
MD
LG