Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა


რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა კვირას მიუნხენში განაცხადა, რომ მოსკოვი არ დაუშვებს ევროპაში

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა კვირას მიუნხენში განაცხადა, რომ მოსკოვი არ დაუშვებს ევროპაში
უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მიერ საქართველო-რუსეთის დაღესტნის, ინგუშეთისა და ჩეჩნეთის მონაკვეთების მონიტორინგს. სერგეი ივანოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთს მიაჩნია, რომ ეუთოს მონიტორინგის მისია თვალს ხუჭავდა ტერორისტების მიერ საზღვრის გადალახვაზე და არავითარ ზომას არ მიმართავდა. ეუთოს მეთვალყურეები რუსეთ-საქართველოს საზღვრის მონიტორინგს 1999 წელს შეუდგნენ მას შემდეგ, რაც რუსეთმა არაერთგზის განაცხადა, რომ ჩეჩენი მეომრები საქართველოს საზღვარს თავისუფლად კვეთდნენ. გასული წლის ბოლოს რუსეთმა უარი თქვა მონიტორინგის მისიის გაგრძელებაზე და ვეტო დაადო ეუთოს გადაწყვეტილების პროექტს, რის გამოც მისია 31 დეკემბერს ამოიწურა. სერგეი ივანოვს ჟურნალისტებთან საუბრისას არ დაუზუსტებია ის, თუ რას ფიქრობს რუსეთის ხელისუფლება მონიტორინგის სხვა, ალტერნატიულ ფორმებზე, გარდა ეუთოს მისიისა. 12 თებერვალს საქართველომ მიუნხენში მიმდინარე კონფერენციაზე, რომელიც უსაფრთხოების საკითხებს ეძღვნება, გამოთქვა პროტესტი რუსეთის მიმართ.
XS
SM
MD
LG