Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიის პრეზიდენტი ბორის ტადიჩი კოსოვოში


სერბიის პრეზიდენტი ბორის ტადიჩი კოსოვოში ჩავიდა. კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში დამწვარ

სერბიის პრეზიდენტი ბორის ტადიჩი კოსოვოში ჩავიდა. კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში დამწვარ
მართლმადიდებლური ეკლესიაში საუბრისას მან აღნიშნა, რომ ბალკანეთში და მათ შორის კოსოვოში "სიძულვილი და ნგრევა" უნდა დასრულდეს. ტადიჩმა კოსოვოს სერბებსა და ეთნიკურ ალბანელებს შერიგებისკენ მოუწოდა. ტადიჩმა სერბებით დასახლებულ სოფელ სილოვოს მოსახლეობას განუცხადა, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, კოსოვო სერბიისა და ჩერნოგორიის ნაწილია და რომ მისი ვიზიტი კოსოვოში არის სერბიის პრეზიდენტის ვიზიტი სერბიის ნაწილში. ბორის ტადიჩმა განაცხადა, რომ ის არ დაიშურებს ძალ-ღონეს კოსოვოში მცხოვრები მოქალაქეების უფლებების დასაცავად. სერბიის პრეზიდენტი მცირე ხნით შეჩერდა კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში, სადაც კოსოვოში გაეროს მისიის ხელმძღვანელ სორენ იენსენ-პეტერსენს შეხვდა. პრიშტინასა და ბელგრადს შორის ურთიერთობები ბოლოს გასული წლის მარტში მომხდარი ანტი-სერბული ამბოხის შემდეგ გაუარესდა. მაშინ 19 ადამიანი დაიღუპა, 4 ათასამდე ადამიანი კი (უმეტესად სერბები) იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ საკუთარი სახლები.
XS
SM
MD
LG