Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირას გერმანიაში, დრეზდენში ორი ათასამდე


კვირას გერმანიაში, დრეზდენში ორი ათასამდე ულტრა-მემარჯვენემ მიიღო მონაწილეობა აქციაში, რომელიც

კვირას გერმანიაში, დრეზდენში ორი ათასამდე ულტრა-მემარჯვენემ მიიღო მონაწილეობა აქციაში, რომელიც
დრეზედენის დაბომბვის 60 წლისთავს დაემთხვა. გერმანიის კანცლერმა გერჰარდ შროდერმა წინასწარ გააფრთხილა ასეთი აქციის მოსურნენი ეს სევდიანი, ტრაგიკული თარიღი ნაცისტების დანაშაულის შესამსუბუქებლად არ გამოეყენებინათ. შროდერის გაფრთხილებას გერმანიის წამყვანი პარტიების ლიდერებიც შეუერთდნენ. აი, როგორ აღწერს ჩვენი რადიოს კორესპონდენტი ჯეფრი დონოვანი, რომელიც დრეზდენში იმყოფება, იქ ულტრა-მემარჯვენეების მიერ გამართულ აქციას: [დონოვანის ხმა] "მათი უმრავლესობა სკინ-ჰედები იყვნენ, ეცვათ შავი ქურთუკები, ეჭირათ შავი ბუშტები. ქურთუკებზე კი ეკეთათ შავი სამკერდე ნიშნები, რომელზეც ეწერა "არასდროს დაივიწყო – არასდროს აპატიო", რაც 60 წლის წინანდელ დაბომბვას ეხება". 13 თებერვალს გერმანიის პრემიერ-მინისტრმა გეორგ მილბრადტმა და შეერთებული შტატების, ბრიტანეთისადა საფრანგეთის ელჩებმა გერმანიაში გვირგვინებით შეამკეს სასაფლაო, სადაც 60 წლის წინ დაღუპულთა უმრავლესობაა დაკრძალული. სასაფლაოზე მივიდნენ პროფ-კავშირებისა და მემარცხენე პარტიების წარმომადგენლებიც. მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე სამი თვით ადრე ბრიტანეთისა და ამერიკის თვითმფრინავებმა დაბომბეს დრეზდენი. ქალაქის ცენტრი მაშინ ცეცხლის ალში გაეხვა; 25-დან 35 ათასამდე ადამიანმა ვერ შეძლო თავის დაღწევა.
XS
SM
MD
LG