Accessibility links

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა კვირას


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა კვირას სამართალდამცავ უწყებებს უბრძანა გაუსწორდნენ იმ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა კვირას სამართალდამცავ უწყებებს უბრძანა გაუსწორდნენ იმ
ებრაელ ექსტრემისტებს, რომლებიც შეეცდებიან ხელი შეუშალონ იმ გეგმის განხორციელებას, რომელიც ისრაელის ჯარის ღაზის სექტორიდან და დასავლეთი ნაპირის ზოგიერთი ნაწილიდან გასვლას ითვალისწინებს. ეს დირექტივა ისრაელის მთავრობის მიმართ გამოთქმული მუქარისა და მთავრობის წევრებზე თავდასხმებს მოჰყვა. ისრაელის მთავრობამ დაამტკიცა იმ 500 პალესტინელი პატიმრის სია, რომლებიც რამდენიმე დღეში უნდა გათავისფულდნენ. ისრაელის ეს გადაწყვეტილება პალესტინელებთან შეთანხმების ჩარჩოებში ჯდება. ისრაელი რამდენიმე ათეულ პალესტინელ მეომარს, რომლებიც გაძევებული არიან დასავლეთი ნაპირიდან თავიანთ სახლებში დაბრუნების ნებას დართავს. უკანასკნელი თვეების მანძილზე პირველად ისრაელი ასევე ნებას დართავს 200 მუშახელს შევიდნენ ღაზის სექტორში. პალესტინელთა ლიდერი მაჰმუდ აბასი "ფათაჰის" მოძრაობას სამშაბათს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავრობის ახალ შემადგენლობას. როგორც მოელიან, აბასი ახალ შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა და ინფორმაციის მინისტრებს დანიშნავს.
XS
SM
MD
LG