Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბანის ოპოზიციამ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის


ლიბანის ოპოზიციამ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, რაფიკ ჰარირის დაღუპვისთვის

ლიბანის ოპოზიციამ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, რაფიკ ჰარირის დაღუპვისთვის
პასუხისმგებლობა დააკისრა ლიბანის ხელისუფლებასა და სირიას და მოითხოვა, ქვეყანა სამი თვის მანძილზე დატოვოს სირიის ჯარმა. დღეს ბეირუთის ცენტრში, დანაღმული ავტომანქანა ზუსტად იმ მომენტში ააფეთქეს, როცა მას ჰარირის ავტოკოლონამ ჩაუარა. მკვლეობისთვის პასუხისმგებლობა იკისრა აქამდე უცნობმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ, რომლის განცხადებით, ჰარირი საუდის არაბეთთან მჭიდრო კავშირისთვის დაისაჯა. რაფიკ ჰარირი, რომელიც ათი წლის მანძილზე სათავეში ედგა ლიბანის მთავრობას, შარშან გადადგა სირიასთან მკვეთრი უთანხმოების გამო. ამჟამინდელ კაბინეტს პროსირიული პოზიცია უკავია. დღევანდელი აფეთქების შედეგად ჰარირის გარდა კიდევ ცხრა ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა რიცხვი 100-ს აღწევს.
XS
SM
MD
LG