Accessibility links

logo-print

ერაყის უშიშროების ძალებზე მეამბოხეთა რამდენიმე


ერაყის უშიშროების ძალებზე მეამბოხეთა რამდენიმე თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ

ერაყის უშიშროების ძალებზე მეამბოხეთა რამდენიმე თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ
ეროვნული გვარდიის სამი მოსამსახურე, ორი პოლიციელი და ორი სამოქალაქო პირი. ამასობაში გრძელდება მოლაპარაკება ახალი მთავრობის ჩამოყალიბების მიზნით. ერაყში გამართულ არჩევნებში გაიმარჯვა ერაყის გაერთიანებულმა ალიანსმა, რომელსაც შიიტთა სასულიერო ლიდერი აიათოლა სისტანი უჭერდა მხარს. ალიანსს ამომრჩეველთა 48 პროცენტი მიემხრო, მაგრამ ახლა მას სჭირდება პარტნიორი, რომელიც, შესაძლოა, ქურთთა კოალიცია გახდეს. მან 26 პროცენტი მოაგროვა. ქურთები პრეზიდენტის ან პრემიერის თანამდებობის დაკავებას ცდილობდნენ.
XS
SM
MD
LG