Accessibility links

logo-print

ექვსი ადამიანი დაიღუპა და ოთხი


ექვსი ადამიანი დაიღუპა და ოთხი მძიმედ დაშავდა დღეს საღამოს, მარნეულის მახლობლად,

ექვსი ადამიანი დაიღუპა და ოთხი მძიმედ დაშავდა დღეს საღამოს, მარნეულის მახლობლად,
ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად. მიღებული ცნობების თანახმად, თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს დიდი სისწრაფით მიმავალი "მერსედესის" მარკის ავტომანქანა დაეჯახა. ავარიის შედეგად დაიღუპა "მერსედესის" მძღოლი და სამი მგზავრი. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის მძღოლი და ერთი მგზავრიც, ოთხი დაშავებული კი მარნეულის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მიმდინარეობს გამოძიება.
XS
SM
MD
LG