Accessibility links

logo-print

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ საქართველოში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ საქართველოში
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტი შედეგიანი იქნება. ბურჯანაძის თქმით, არ გამართლდა საქართველოს მხარის იმედი, რომ ლავროვის ვიზიტამდე მოხერხდებოდა პროგრესის მიღწევა "ჩარჩო-ხელშეკრულებასთან" დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებში. პარლამენტის სპიკერმა დასძინა, რომ რუსეთი ცდილობს, შექმნას სურათი, თითქოს საქართველოსთან კონსულტაციები მიმდინარეობს და ურთიერთობაც ნორმალურია, მაგრამ ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. შეგახსენებთ: შაბათს თბილისში უშედეგოდ დასრულდა საქართველოსა და რუსეთს შორის "ჩარჩო-ხელშეკრულების" პროექტის მოსამზადებელი კომისიების ორდღიანი სამუშაო შეხვედრა.
XS
SM
MD
LG