Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის ჯარისკაცებმა ორი შეირაღებული პალესტინელი


ისრაელის ჯარისკაცებმა ორი შეირაღებული პალესტინელი მოკლეს, როცა ისინი იორდანეს დასავლეთ ნაპირზე

ისრაელის ჯარისკაცებმა ორი შეირაღებული პალესტინელი მოკლეს, როცა ისინი იორდანეს დასავლეთ ნაპირზე
ებრაელთა დასახლებას მიუახლოვდნენ დაბნელების შემდეგ. პალესტინელთა თანახმად, ისინი “ალ აქსას წამებულთა ბრიგადებს” მიეკუთვნებიან. ამ ჯგუფს ლიბანელი “ჰეზბოლას” მეამბოხეები აფინანსებენ. ისინი არ ეთანხმებიან ცეცხლის გამოცხადებულ შეწყვეტას. ამის შემდეგ სხვადასხვა ინციდენტის დროს 5-მდე პალესტინელი მოკლეს.
ისრაელის პრემიერმა არიელ შარონმა დღეს თქვა, რომ ისრაელ- პალესტინის ავტონომიის სამიტმა აჩვენა, რომ ძალადობის შეწყვეტის შემთხვევაში მშვიდობის მიღწევა შეიძლება. იქვე მან თქვა, რომ მშვიდობისთვის მტკივნეული კომპრომისების გაკეთება უწევს, მაგრამ ტერორთან კომპრომისს არ აპირებს.

ისრაელი და პალესტინელთა ავტონომია შეთანხმდა, დაუქვემდებარონ ქალაქი ერიქონი პალესტინელთა კონტროლს.
იორდანეს დასავლეთი ნაპირის ექვსი ქალაქიდან ისრაელი ჯარის გაყვანის შესახებ მოლაპარაკება ორმა მხარემ ეგვიპტის სამიტის დროს შესძლო, მხოლოდ რამდენიმე ტექნიკური უთანხმოება იყო მოსაგვარებელი.
ადრე, ისრაელი, როცა დასახლებული პუნქტიდან ჯარს გაიყვანდა ხოლმე, გზებზე კონტროლს ინარჩუნებდა. ახლა, ერიქონის შემთხვევაში, ისრაელი დათანხმდა არა მხოლოდ ჯარის გაყვანას, ის გამშვებ პუნქტსაც გააუქმებს.
XS
SM
MD
LG