Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბეირუთში გაიმართა ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის


ბეირუთში გაიმართა ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის რაფიკ ჰარირის

ბეირუთში გაიმართა ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის რაფიკ ჰარირის
დაკრძალვის ცერემონია. ჰარირი ორშაბათს, ტერორისტული აქტის მსხვერპლი გახდა. მასთან ერთად 13 ადამიანი დაიღუპა. დაკრძალვის ცერემონიაში ასიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. პროცესიის მონაწილეთა დიდი ნაწილი სირიის წინააღმდეგ მიმართულ ლოზუნგებს გაიძახდა, რადგან ბევრი ლიბანელი ჰარირის მკვლელობის მოწყობაში სწორედ სირიას ადანაშაულებს. რაფიკ ჰარირიმ ლიბანში სირიის მზარდი გავლენის წინააღმდეგ გაილაშქრა და შარშან, ოქტომბერში, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. სირიამ ჰარირის მკვლელობა დაგმო, მაგრამ თავდასხმამ განაახლა დამასკზე საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლა მოთხოვნით, ლიბანიდან თავისი ჯარი გაიყვანოს.
XS
SM
MD
LG