Accessibility links

დღეიდან ძალაში შევიდა ე.წ. "კიოტოს


დღეიდან ძალაში შევიდა ე.წ. "კიოტოს ოქმი", რომელმაც ატმოსფეროში მავნე გაზების

დღეიდან ძალაში შევიდა ე.წ. "კიოტოს ოქმი", რომელმაც ატმოსფეროში მავნე გაზების
ემისიის საკითხი უნდა მოაწესრიგოს. ოქმის რატიფიკაცია 141-მა ქვეყანამ მოახდინა. მათგან 30 მაღალგანვითარებული სამრეწველო სახელმწიფოა. ოქმის ხელმომწერებმა ივალდებულეს, რომ 2012 წლისთვის ხუთი პროცენტით შეამცირებენ ატმოსფეროში მავნე აირების ემისიას. შეერთებული შტატები, რომელიც თავდაპირველად ოქმს შეუერთდა, მოგვიანებით გავიდა ხელშეკრულებიდან, რადგან ფიქრობს, რომ ამჟამინდელი სახით დოკუმენტმა, შესაძლოა, ზიანი მიაყენოს ამერიკის ეკონომიკას.
ოქმს არც ავსტრალიამ მოაწერა ხელი.
XS
SM
MD
LG