Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ბუშერის პროვინციაში, მშენებარე ატომური


ირანის ბუშერის პროვინციაში, მშენებარე ატომური ელექტროსადგურიდან

ირანის ბუშერის პროვინციაში, მშენებარე ატომური ელექტროსადგურიდან
ასიოდე კილომეტრის მოშორებით, მძლავრი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ირანის სახელმწიფო ტელეარხი, "ალ-ალამი" იუწყება. მისი მონაცემებით, აფეთქების მიზეზად შეიძლებოდა ქცეულიყო პროვინციის თავზე მოძრავი თვითმფრინავიდან საწვავის ერთ-ერთი ავზის მოწყვეტა. ის ადგილი, სადაც აფეთქება მოხდა, მეჩხრად არის დასახლებული. ამავე ცნობის თანახმად, თავიდან თვითმხილველებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს აუწყეს, რომ აფეთქდა თვითმფრინავიდან გაშვებული რაკეტა. ირანის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, შემთხვევის ადგილის წინასწარი დათვალიერების შედეგად აფეთქების კვალს ვერსად მიაგნეს.
XS
SM
MD
LG