Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა მხარი


საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებას,

საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებას,
რომელიც დეპუტატთა რიცხვის 150-მდე შემცირებას ითვალისწინებს. ამ ცვლილების მიხედვით, პროპორციული სისტემით არჩეულ იქნება 100, ხოლო მაჟორიტარული სისტემით - 50 დეპუტატი. პარლამენტის წევრთა რაოდენობის 235-დან 150-მდე შემცირება 2003 წლის 2 ნოემბერს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად გადაწყდა. საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტის მიხედვით ეს გადაწყვეტილება მოქმედი პარლამენტის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, ახლად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე ამოქმედდება. დღესვე, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონის იმ ცვლილებას, რომელიც ითვალისწინებდა საკონსტიტუციო სასამართლოს ქუთაისში გადატანას. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ინიციატივის მხარდაჭერა პოლიტიკურად არასწორი იქნებოდა.
XS
SM
MD
LG