Accessibility links

logo-print

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი სერგეი


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში
მხარს უჭერს სამხრეთის ოსეთის კონფლიქტის ზონაში მოქმედი რუსეთის სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის გაგრძელებას. თავისი მოსაზრება ბაღაფშმა გაუზიარა სამშვიდობო ოპერაციების საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს ჟან-მარი გეენოს, რომელსაც დღეს სოხუმში შეხვდა. დღესვე გამოცხადდა, რომ საქართველო ორჯერ ამცირებს სამხრეთი ოსეთის კონფლიქტის ზონაში თავისი სამშვიდობო კონტინგენტის რიცხობრივ შემადგენლობას. საქართველოს ხელისუფლება ამ ნაბიჯს იმით ხსნის, რომ კონფლიქტის ზონაში ამჟამად სტაბილური ვითარებაა.
XS
SM
MD
LG