Accessibility links

logo-print

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტისგან თბილისი რაიმე დადებით შედეგს არ ელის. მინისტრის თქმით, უახლოესი სამი თვის მანძილზე საქართველო რუსეთს ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზების მიზნით კონკრეტულ წინადადებებს შესთავაზებს. თუ საქართველო და რუსეთი უახლოეს მომავალში არ დაადგებიან ურთიერთობის ნორმალიზების გზას, უაზრობა იქნება ჩარჩო-ხელშეკრულებაზე ან სხვა რამეზე საუბარიო, აღნიშნა ზურაბიშვილმა. მის განცხადებას წინ უძღოდა თბილისში 10-11 თებერვალს გამართული წარუმატებელი მოლაპარაკება საქართველოდან რუსეთის ორი სამხედრო ბაზის გატანისა და ჩარჩო-ხელშეკრულების თაობაზე.
XS
SM
MD
LG